მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 23 აგვისტო 2016
    გია ხუხაშვილი: დღეს ხელისუფლება ქუჩაში აგდია
    საქართველო წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. პოლიტიკური პარტიები ცდას არ აკლებენ, რომ მოსახლეობის მეტ რაოდენობას შეხვდნენ და მისი მხარდაჭერა მოიპოვონ. ტელეეკრანებიდან ისეთი "ნეტარი" დაპირებები ისმის, რომ ერთი შეხედვით "ივერიის გაბრწყინებას" არაფერი უკლია.
    სრულად>>
  • 17 აგვისტო 2016
    ირაკლი აბესაძე: მთავარი პრობლემა დედაქალაქში და მთელ ქვეყანაში უპატრონობაა
    საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურიმოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, დავით ნარმანიას ორწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აბესაძე იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც ნარმანიას არჩევის შემდეგ წარმოიქმნა.
    სრულად>>
  • 16 აგვისტო 2016
    რატომ გადაწყვიტა პროფკავშირების თავმჯდომარემ პარლამენტის დეპუტატობა?
    პროფკავშირები აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ერთვება. ისნის რაიონის ვაზისუბნის მაჟორიტარულ ოლქში, დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს წარადგენენ. მიზანი ადამიანის უფლებების (მათ შორის შრომითი უფლებების) უფრო ქმედითი დაცვა, ამისთვის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებაა.
    სრულად>>
  • 12 აგვისტო 2016
    რა ხდება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებში?
    „ქრონიკა პლუსის“ რესპონდენტი არმაზ ბაკურაძე ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ღიად მიმართავს და სოციალური მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სოცმომსახურების ცენტრებში მოკალათებული ყოფილი ნაციონალები, თუ მექრთამე „ქართული ოცნების“ წევრები, თავიანთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობით მოსახლეობის ამბოხებას ეწევიან, რაც „ქართული ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება.
    სრულად>>
  • 11 აგვისტო 2016
    სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე სანქციის გამკაცრებას მოითხოვენ
    საქართველოს გზებზე გახშირებული საგზაო შემთხვევები ის პრობლემაა, რომელიც დროულად რეაგირებას საჭიროებს. ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები და დაშავებულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.
    სრულად>>
  • 10 აგვისტო 2016
    დიმიტრი შაშკინი: უკვე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ომის შემთხვევაში ამ ობიექტის განადგურება პირველივე წამებში არ მოხდება
    გენერალ კალანდაძის განცხადებას, რომ თავდაცვის უწყებიდან გასაიდუმლოებული მასალების გამომზეურება მოხდა, ფართო განხილვები მოყვა. ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. თავის მხრივ პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.
    სრულად>>
  • 09 აგვისტო 2016
    ემზარ კვიციანი: მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ მინისტრებს ჰქონდათ, ხუთ წუთში მოსკოვში ხვდებოდა
    „ქრონიკა პლუსის“ წინა ნომერში გამოქვეყნდა წერილი, სადაც გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი აფხაზეთში ყოფნისას რუსებთან თამაზ თამაზაშვილმა, კობა კობალაძემ და ემზარ კვიციანმა ჩუშვეს. ჩვენთან საუბრისას ემზარ კვიციანი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია რუსულ მხარესთან მაშინდელ ქართველ მინისტრებსა და გენერლებს მიჰქონდათ.
    სრულად>>
  • 03 აგვისტო 2016
    ლევან ხაბეიშვილი: დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა
    „დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და ნარმანიას „კანტორისთვის“ აღრავის სცხელა“, - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი.
    სრულად>>
  • 02 აგვისტო 2016
    რატომ არის მიუღებელი საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა?
    საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ ცხრება. ამასწინათ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მორიგი აქცია გაიმართა. მისი მონაწილეების განცხადებით, ჰესების მშენებლობა საფრთხის შემცველია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ გრძელდება ბრძოლა „ნენსკრა ჰესის“, „ხუდონ ჰესის“ და სხვა დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველოში დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა.
    სრულად>>
  • 01 აგვისტო 2016
    რატომ არასახელებენ პარტიები სამოქმედო კონცეფციებს?
    საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო ხურდება. პარტიები კანდიდატებს ასახელებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 8 ოქტომბრამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი. ექსპერტები პარტიების პროგრამებისა და კონცეფციების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათივე შეფასებით, დასახელებულმა კანდიდატებმა, ჯერჯერობით, ისიც არ იციან, რა პოლიტიკის გატარება მოუწევთ საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში.
    სრულად>>
  • 27 ივლისი 2016
    რომან გოცირიძე: ჩვენი მთავარი ამოცანა დედოლარიზაცია კი არა დოლარების „შემოტანიზაციაა“
    ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო. გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.
    სრულად>>
  • 27 ივლისი 2016
    რა გავლენას ახდენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე?
    სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ, თურქეთის მთავრობა წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რადიკალურ ნაბიჯებს არ ერიდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ აშშ-ში (პენსილვანიაში) მცხოვრები მთავარი ოპოზიციონერის, ფატულა გიულენის თანაშემწე და „მარჯვენა ხელი“ დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰალის ჰანჯი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.
    სრულად>>
  • 25 ივლისი 2016
    ხათუნა ლაგაზიძე: „რეალური გამარჯვების შანსი გვაქვს, თუ ჩამოუყალიბებელ ელექტორატში უიმედების დაძლევას შევძებთ“
    პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებისთვის იბრძვის. პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამის რეალური შანსი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი პარტია მოსახლეობასთან მაქსიმალურად ბევრ შეხვედრას ჩაატარებს და ქართულ საზოგადობაში გამეფებული უიმედობის დაძლევას მოახერხებს.
    სრულად>>
  • 22 ივლისი 2016
    რამდენად სწორი პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის პროცესების მიმართ?
    მეზობელ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაფლავდა. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აღნიშნული პროცესების მიმართ ერთი წინადადებით შეიძლება გამოიხატოს, - „ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას“. ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, ხელისუფლებას თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა და მტკიცე მხარდამჭერი პოზიცია გამოეხატა.
    სრულად>>
  • 18 ივლისი 2016
    ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენ გვყავს ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს
    „ქართული ოცნება“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ამისთვის ოცნებამ უნდა შეძლოს და მოსახლეობას დაანახოს ის კონტრასტი, რაც 2003-2012 წლების საქართველოსა და 2012-16 წლების საქართველოს შორისაა. მისივე თქმით, ოპონენტი გაკეთებული საქმით და არგუმენტებით უნდა დამარცხო და არა შეურაცხყოფის მიყენებით.
    სრულად>>
  • 15 ივლისი 2016
    ირაკლი ღლონტი: ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებასთან კავშირის დამყარება ვერ შეძლო
    „რეფორმატორები“ წინასაარჩევნოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ღლონტის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არადემოკრატიულ და არაჯანსაღ გარემოში შედეგების დადება გაძნელდება. მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კარიერა დაასრულა, - გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა და 8 ოქტომბერს ყველამ ნახვამდის უნდა უთხრას.
    სრულად>>
  • 13 ივლისი 2016
    სოხუმის „მერი“: რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს „კაპიკებს“ უხდის
    სოხუმის დე ფაქტო მერი ადგურ ხარაზია ადგილობრივ გამოცემა „Нужная Газета-სთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს „კაპიკებს“ უხდის. მისივე თქმით, მოსკოვი აფხაზებს მოკავშირეებივით არ ექცევა.
    სრულად>>
  • 08 ივლისი 2016
    გოჩა ჯოჯუა: ოცნებას და ნაციონალებს შუას გაკრეფის გამეორება სურთ
    „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ და სხვა ძალებთან ერთად პოლიტიკური ბლოკის სახით მონაწილეობს. პარტიის ლიდერი გოჩა ჯოჯუა აცხადებს, რომ გაერთიანებას არამარტო საარჩევნო, არამედ მთლიანად პოლიტიკური გარემოს შეცვლა შეუძლია. მისივე თქმით, ისინი გამარჯვებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ბლოკს წარმოაგენენ.
    სრულად>>
  • 06 ივლისი 2016
    რამაზ საყვარელიძე: არჩევნების შედეგად შეიძლება მძიმე სურათი მივიღოთ
    "როცა ასეთი პოლიტიკური კულტურა გვაქვს, იქ საპარლამენტო რესპუბლიკა შეიძლება გვქონდეს?არ მგონია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკის აუცილებელი მომენტი მერე კოალიციური მთავრობის შექმნაა. როგორც ფეოდალიზმის დროს ქართველი თავადები მეფეს ჯარს არ აძლევდნენ და ამით, ფაქტობრივად, ქვეყანას ღალატობდნენ (ოღონდ თავისი საქმე კარგად ჰქონოდათ), დაახლოებით ისეთივე სურათი შეიძლება მივიღოთ".
    სრულად>>
  • 01 ივლისი 2016
    პაატა ჯიბლაძე: ხელისუფლებების დაპირებები ბევრი გახსოვს, შესრულება ნულოვანი
    „მემარცხენე ალიანსს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გავა თუ პოლიტიკური კოალიციის სახით. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაძირვაა, მის სატელიტებთან ერთად. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა, სამართლიანობის აღდგენაა.
    სრულად>>
  • 02 აპრილი 2016
    სახალხო დამცველის ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ
    წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
    სრულად>>
 
სიახლეები
27 აგვისტო 2016
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ოლიმპიელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
"მინდა მადლობა გითხრათ ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს ჰიმნი, თითოეული ნოტი ამ ჰიმნისა, იყო ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის აღტაცებული გულისცემა. ეს თქვენ გააკეთეთ და მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ შეჯიბრებებს. ჩვენ ვაგრძელებთ მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, რომ ქართული გენი, ქართული უნარი, ჩვენი ჟინი და ჩვენი ძალა არ არის მხოლოდ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიყოთ ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური ქვეყანა, არამედ დამოკიდებულია იმ უნარებზე, რაც თითოეულ თქვენთაგანში დევს".
   
26 აგვისტო 2016
სახალხო დამცველი შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტზე შსს-ს რეკომენდაციით მიმართავს
"ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 2016 წლის 15 ივნისს თავის სამ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. პატრულ-ინსპექტორებს და განმცხადებლის მეგობრებს შორის წარმოიშვა კამათი, რომელიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, განმცხადებელი უშედეგოდ თხოვდა პატრულ-ინსპექტორებს, მისთვის მანქანის საბარგულიდან ეტლის გადმოტანის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა, განმცხადებელი იძულებული გახდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაში დაეკმაყოფილებინა".
   
26 აგვისტო 2016
საარჩევნო განვითარების სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები საარჩევნო კომისიებში პრაქტიკას გადიან
საარჩევნო განვითარების სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები საოლქო საარჩევნო კომისიებში პრაქტიკას გადიან. საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით 20 კურსდამთავრებული სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმდა და სამი თვის განმავლობაში საარჩევნო პროცესების შესახებ უკვე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებს. წარმატებულ სტუდენტებს თამარ ჟვანია შეხვდა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, დემოკრატიის განვითარების პროცესში არჩევნების როლზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე აქტივობებზე ესაუბრა.
   
25 აგვისტო 2016
„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს
ჩვენ მიერ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „საპარტნიორო ფონდის” მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს, თუმცა არის სამი პროექტი (ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და კომპანია სს „ჰუმანითი ჯორჯია’’), რომლებიც გარკვეულ კითხვებს აჩენს.
   
25 აგვისტო 2016
სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს
სახელმწიფო კომპანიების არსებობა თავისთავად მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში. თუმცა, ასევე აღიარებულია მსგავს კომპანიებთან დაკავშირებული კორუფციის რისკები, რაც მათი საქმიანობის სათანადოდ რეგულირების აუცილებლობას წარმოშობს. სახელმწიფო კომპანიების მართვის მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მათ საქმიანობასა და მენეჯმენტში პოლიტიკური (პარტიული) ჩარევის პრევენციაა.
   
23 აგვისტო 2016
საარჩევნო ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
საარჩევნო ადმინისტრაციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას. კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
   
22 აგვისტო 2016
ცესკო: ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება სწრაფი გადახდის ტერმინალებითაც შეუძლიათ
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.
   
21 აგვისტო 2016
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე ცესკო განცხადებას ავრცელებს
"გვინდა გამოვეხმაუროთ მედია საშუალებებით პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და ცალკეულ შეფასებებს, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოსაზრებები არ ემყარება დადასტურებულ გარემოებებს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მშვიდ გარემოში".
   
20 აგვისტო 2016
8 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.
   
19 აგვისტო 2016
ნოტარიუსები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა: ორი ნოტარიუსი − სამსახურებრივი გულგრილობის, ხოლო ერთი − სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
03 აგვისტო 2016
ლევან ხაბეიშვილი: დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა
„დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და ნარმანიას „კანტორისთვის“ აღრავის სცხელა“, - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი.
   
02 აგვისტო 2016
რატომ არის მიუღებელი საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა?
საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ ცხრება. ამასწინათ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მორიგი აქცია გაიმართა. მისი მონაწილეების განცხადებით, ჰესების მშენებლობა საფრთხის შემცველია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ გრძელდება ბრძოლა „ნენსკრა ჰესის“, „ხუდონ ჰესის“ და სხვა დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველოში დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა.
   
29 ივნისი 2016
მიხეილ მაჭავარიანი: ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ამის ყველა შანსი გვაქვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთის ემზადება. პარტის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ პერსპექტივის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ სჯერა. მისივე შეფასებით, ივანიშვილის კალენდარში „რუსთავი ორის“ გარეშე საარჩევნო კამპანიის წარმართვაა, რასაც ის ვერ მიაღწევს.
   
23 ივნისი 2016
დავით ზურაბიშვილი: დღეს საქართველო „ნაცებად“ და „ქოცებად“ ნამდვილად არ იყოფა
„რესპუბლიკური პარტია“ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ცალკე გადის. ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პარტიის წევრები მთავრობის შემადგენლობაში ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით რჩებიან. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით დანარჩენ სათქმელს რესპუბლიკელები უშუალოდ საარჩევნო კამპანიისას იტყვიან.
   
21 ივნისი 2016
ბაჩუკი ქარდავა: „ტროიკამ“ გვამცნო, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა
„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ წინასაარჩევნოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან ალიანსს ქმნის, როლის მიზანიც ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორება იქნება. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ქვეყანას ლომის ხახისკენ (პუტინის რუსეთისკენ) მიაქანებს.
   
14 ივნისი 2016
„ოცნების მთავრობის ოთხწლიანი მუშაობა კრახით დამთავრდა“
"ივანიშვილის წერილის პათოსი და შინაარსი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება; ოფიციალური პირები უკრიტიკოდ იწონებდნენ ყველაფერს: ზოროასტრიზმს, ქართული სუფრის ფენომენს, ეკონომიკურ საოცარ შედეგებს და ა. შ. არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-8-ე ადგილზე ვიყავით და ახლა 24-ამდე დავქვეითდით; ლარის გაუფასურების გამო, ჩვენი მშპ 2011 წლის დონემდე დაეცა; თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე, როცა საერთოდ არ არის ნახსენები შიდა ვალის ზრდა".
   
08 ივნისი 2016
პაატა დავითია: "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი დასრულდა და პოლიტიკური პროცესი დაიწყო
"ევროპული დემოკრატების" ლიდერი, პაატა დავითაია აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი დასრულდა და პოლიტიკური პროცესი დაიწყო. მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება ჩვენ ქვეყანას და სახელმწიფოს. დავითაიას შეფასებით, ამ და სხვა მსგავსმა პროცესებმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას. ის პროდასავლურ ძალებს საარჩევნოდ გაერთიანებისკენ და "ქუჩაში დაგდებული" ხელისუფლების აღებისკენ მოუწოდებს.
   
05 ივნისი 2016
ირმა ინაშვილი: დღეს ფიზიკური არსებობისთვის იბრძვის ქართველი ხალხი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხალხი გაბრაზებულია "ნაციონალურ მოძრაობაზე", მაგრამ დღეს ორჯერ მეტად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას". მისივე თქმით, ნორმალურ საარჩევნო გარემოშო "ოცნება" ვერ გაიმარჯვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნის დამღუპველი მორიგი რევოლუცია არის მოსალოდნელი.
   
31 მაისი 2016
ზურაბ ჯაფარიძე: სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეკონომიკა რამდენიმე წელია გაჩერებულია
რატომ არ აგვარებს ხელისუფლება გამომცემლობების პრობლემებს, რომლებსაც 2013 წლიდან მილიონობით სახელმძღვანელო დასაწყობებული აქვთ და ამ მდგომარეობაში შეიძლება გაუფუჭდეთ, რა აუცილებელი დასკვნები უნდა იქნეს გამოტანილი სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიიდან, რასაც ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქე ემსხვერპლა, - გალის შეხვედრების აღდგენა რა შედეგებს მოიტანს, სოფელ კორცხელში ფიზიკური შეურაცხყოფა რა ტენდენციაზე მიანიშნებს და ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ამაზე რა უნდა იყოს...
   
27 მაისი 2016
ჯონდი ბაღათურია: მთავარია პარტიის ყრილობას დაესწრო „ძმაო“ და შეგიძლია ხალხი ისე გაატყავო, როგორც აქამდე ატყავებდი
"ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობა „მეოთხე საუკეთესო წლისთავზე“ ასეთი უღიმღამო იქნებოდა. ორადორი გამომსვლელი, მინიმალური დრო, რამდენიმე ფოტო, ერთი ფეხზე წამოდგომა და დაპირება, რომ მთავარი სათქმელი კვირაში წერილობით ითქმებოდა. რატომ? იქვე გეთქვათ თქვე დალოცვილებო, თუ როგორ შეასრულეთ 4 წლის წინ უხვად გაცემული დაპირებები".
   
26 მაისი 2016
„თავს გაუვიდათ და ქართველი კაცი უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს“
19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო უწყებამ თანახმად მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დააკისრა.
   
23 მაისი 2016
უნდა შეხვდეს თუ არა მიხელ ჯანელიძე სერგეი ლავროვს?
არ წყდება საუბრები ქართულ-რუსული პოლიტიკური დიალოგის საჭიროებაზე. საგარეო მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანელიძის ამ განცხადებაა აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს. მისი აზრით, ეს შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს.
   
16 მაისი 2016
გია გაჩეჩილაძე: არასამთავრობოები „ნაციონალური მოძრაობის“ სქემაში ჯდებიან
რა დამოკიდებულება აქვს „მწვანეთ პარტიის“ თავმჯდომარეს ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო რეალობას იმ ფონზე, როდესაც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნის არასწორ განვითარებაზე საუბრობს, რა ფორმით აპირებს პოლიტიკური ორგანიზაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ და სხვა საკითხებზე, "ქრონიკა პლუსი" "მწვანეთა პარტიის" ლიდერს, პარლამენტარ გია გაჩეჩილაძეს ესაუბრება.
   
10 მაისი 2016
რომან გოცირიძე: ქართველი გაყალბებას არ პატიობს!
როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესი, გაცამტვერებული რეიტინგის ფონზე წაუცდება თუ არა მთავრობას ხელი უკანონობაზე, რატომ უნდა შეიქმნას „ურთმელიძის საქმის“ პრეცედენტი, როგორ უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში, რა ვითარებაა ეკონომიკაში და უნდა ველოდოთ თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრს, ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე „ქრონიკა პლუსი“ „საქართველოს განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ექსპერტ რომან გოცირიძეს ესაუბრება.
   
06 მაისი 2016
რა შედეგები ექნება ცხინვალის „რეფერენდუმს“ რუსეთთან შეერთებაზე?
როგორც ჩანს, ოკუპირებულ ცხინვალში „დამოუკიდებლობა“ მობეზრდათ და რუსეთთან შეერთებაზე მუშობა დაიწყეს. ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. „ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ახლა ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება“, - ამბობს თიბილოვი.
   
03 მაისი 2016
გიორგი გუგავა: ხელისუფლება განწირულია დამარცხებისთვის, მისი რეიტინგი უბრალოდ გაცამტვერებულია
„ლეიბორისტული პარტია“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გადის. შალვა ნათელაშვილის გუნდი კენჭისყრაში გამარჯვებას და შემდეგ პარლამენტში ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს. პარტიისთვის ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების ტენდენციები მისაღებია, გარდა პოლიტიკურ ძალთა და ლიდერთა რეიტინგისა.
   
04 აპრილი 2016
რატომ გამოიყენა პროკურატურამ და სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყალბი დოკუმენტი?
გარდაბნის რაიონის სოფელ ნაგების მკვიდრი ვაჩე ოჩიაური ამბობს, რომ დედასთან ერთად უკანონო სამართლებრივი გადაწყვეტილებების მსხვერპლია. მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში პროკურატურამ ოჯახს მუქარითა და შანტაჟით უძრავი ქონება გააჩუქებინა, - ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი საჯარო რეესტრის ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოიტანა. ჩვენი რესპონდენტი პროკურატურისგან საქმის გადახედვას და კუთვნილი ქონების დაბრუნებას მოითხოვს.
   
29 მარტი 2016
რატომ არ რეაგირებს პროკურატურა საქმეზე, სადაც თაღლითობის ნიშნები იკვეთება?
ქალბატონმა მედა ქორიძემ, წლების წინ, 20 ათასი დოლარი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გაასესხა. მაშინ ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქონება სხვა პიროვნებაზე მინდობილობით, მართვის უფლებით ყოფილა გადაცემული. გამსესხებელმა სრულად ვერც კუთვნილი პროცენტები მიიღო და ძირის თანხაც წლების განმავლობაში ვერ დაიბრუნა. ქალბატონი მედეა თაღლითობის შემთხვევაზე საუბრობს და საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უუნარობაზე ამახვილებს ყურადღებას.
   
 
პოპულარული სტატიები
„2014 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 41 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა“ 
  13 000 რკინიგზელი კორპორატიული დაზღვევის გარეშეა დარჩენილი
რამდენად გახდა თავისუფალი ჩვენი საზოგადოება?

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2016 ყველა უფლება დაცულია